თეთრიწყაროს N1 სკოლაში მასშტაბური მათემატიკის კვირეული ჩატარდა
03-03-2017

თეთრიწყაროს N1 სკოლაში ჩატარდა მათემატიკის კვირეული, რომელიც მიძღვნილი იყო ნიკო მუსხელიშვილის დაბადებიდან 126-ე წლისთავისადმი. კვირეულში მონაწილეობა მიიღეს მე-6, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა.

მოსწავლეებმა გამოიყენეს სხვადასხვა აქტივობა. კერძოდ, წაიკითხეს ნიკო მუსხელიშვილის ბიოგრაფიული მონაცემები, გაიხსენეს ცნობილი ადამიანების გამონათქვამები. 

მე-9 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათემატიკური სოფიზმები პლაკატებით, აუდიტორიას აუხსნენს რა არის მათემატიკური სოფიზმი. 

მე-8 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინტერნეტ მასალა ბერმუდის სამკუთხედზე, გააკეთეს პრეზენტაცია „ოქროს კვეთაზე“, პარალელი გაავლეს „ვეფხისტყაოსანთან“. შექმენს კედლის გაზეთი, კოლაჟები.

ღონისძიების დასასრულს ერთობლივად შეავსეს მე-8 კლასის მოსწავლე მიხეილ ბექაურის შედგენილი კროსვორდი, პასუხები გასცეს სახალისო კითხვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203