ქობულეთის მუნიციპალიტეტის, აჭყვას საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე დიანა დემერჩოვა ოლიმპიადა „ROBINSON“-ში მონაწილეობდა.
მოსწავლემ ტესტი წარმატებით გაიარა და საერთაშორისო რეიტინგში „Silver“ წოდება მიიღო.
მოსწავლის ინგლისური ენის პედაგოგი გურანდა გორგაძეა.
აჭყვას საჯარო სკოლა ულოცავს დიანას და წარმატებებს უსურვებს.