ზამთარში უქუდოდ სიარული და კაფეში ყვირილი: რის უფლებას აძლევენ ბავშვებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
21-03-2019

ზამთარში უქუდოდ სიარული, ჯარიმა სკოლის გაცდენისთვის და ყვირილი საზოგადოების თავშეყრის ადგილებში - etaloni.ge მოგითხრობთ რის უფლებას აძლევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მშობლები შვილებს და რით განსხვავდება ჩვენი აღზრდის მეთოდები მათგან.

ინგლისში ბავშვებს ძალიან მსუბუქად აცმევენ

დეკემბრის დასაწყისში ლონდონის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ბავშვს, რომელსაც საშემოდგომო ქურთუკი და მოკლე შარვალი აცვია. ამასთან მასთან თბილად ჩაცმული მშობლები იქნებიან. სავარაუდოდ, ადგილობრივები თვლიან, რომ ასეთი სახით ბავშვს აკაჟებენ: ყოველ შემთხვევაში, ისინი ნამდვილად იშვიათად ავადმყოფობენ.

ასევე ინგლისელ ბავშვებს ძალიან უყვართ ქვის იატაკზე ან ასფალტზე ჯდომა, ყველგან რბილი სათამაშოებით დადიან და დასაძინებლად ადრე წვებიან. ამასთან, მათ დღე ფაქტობრივად არ სძინავთ.

ინგლისის პატარა მცხოვრებლებს საშინაო დავალებით არ ტვირთავენ, ავტობუსებში კი მათ არასდროს სთხოვენ უფროსებს ადგილი დაუთმონ, ისინი ხომ ბავშვები არიან. 

გერმანიაში ბავშვები საკმაოდ დამოუკიდებლები არიან

მაგალითად, თუ ბავშვმა დილიდან გადაწყვიტა, რომ სკოლაში ადამიანი ობობას პიჟამაში წასვლა უნდა, მის გადარწმუნებას არავინ შეეცდება.

რაც შეეხება სკოლის გაცდენას, აქ ყველაფერი ძალიან მკაცრად არის. გაკვეთილების გაცდენის ერთადერთი შესაძლო მიზეზი - მაღალი ტემპერატურაა, სხვა დანარჩენ შემთხვევებში ბავშვის გაცდენისთვის შესაძლოა მშობელი დაჯარიმდეს, განსაკუთრებით თუ გაცდენა ხანგრძლივ არდადეგებს მიება. 

ისლანდიაში მშობლებმა შესაძლოა ბავშვი მაღაზიის წინ ეტლში დატოვონ

ისლანდიაში ბავშვები 6-7 წლიდან საკუთარ თავს ეკუთვნიან. ამ ასაკში მათ ქუჩაში თავისუფლად უშვებენ, ჩვილები, კი სუფთა ჰაერი რომ ისუნთქონ, შესაძლოა მაღაზიის წინ ეტლში დატოვონ. 

სავარაუდოდ ეს იმიტომ ხდება, რომ, დანაშაულის დონე ისლანდიაში ფაქტობრივად ნულის ტოლია და მშობლებს უბრალოდ არაფრის ეშინიათ.

ასევე ამ ქვეყანაში მოზარდები თითქმის არ ეწევიან და ალკოჰოლს არ მოიხმარენ, მართალია, სულ რაღაც 25-30 წლის წინ ისლანდია ახალგაზრდებში აკრძალული ნივთიერებების მოხმარებით ევროპული ქვეყნების რეიტინგს ლიდერობდა.

დამღუპველი ჩვევების აღმოსაფხვრელად, სახელმწიფომ ბავშვებს სპორტის საყვარელი სახეობაში ან ხელოვნებაში კვირაში დამატებით სამი გაკვეთილი შესთავაზა. ექსპერიმენტი სულ სამი თვე გრძელდებოდა, მაგრამ შემდეგ სკოლის მოსწავლეებმა მასზე უარი არ თქვეს.

იმ მოზარდების რაოდენობა, რომლებიც ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა 48%-დან 3%-მდე შემცირდა, მწეველების კი - 23%-დან 3%-მდე.

მექსიკაში, როდესაც ბავშვს ეჩხუბებიან, მას ეკრძალება რაიმეს თქმა გარდა ფრაზისა - „კი, რა თქმა უნდა“

ამ ქვეყენაში ზოგადად თაობებს შორის ურთიერთობებში მკაცრი წესები არსებობს. აქ, მაგალითად, ბავშვისთვის არ შეიძლება უფროსებისთვის საუბრის გაწყვეტა, ან ლაპარაკში ჩართვა, თუ მას სპეციალურად არ დაუძახეს.

ნებისმიერ კრიტიკას ბავშვი ვალდებულია უპასუხოს -  „კი, რა თქმა უნდა“. შეწინააღმდეგება - აკრძალულია.

პერიოდულად მექსიკელები ოჯახურ კრებას აწყობენ - იქ კი ბავშვებს სრული უფლება აქვთ საკუთარი აზრი გამოთქვან ყველაფერზე. ზრდასრულები მათთან ბჭობენ და ექცევიან როგორც სრულუფლებიან ოჯახის წევრს.

ასევე მექსიკაში უცნაურობად ითვლება სახლში მისვლისას ფეხსაცმლის გამოცვლა. როგორც ბავშვები ისე უფროსები სახლში ქუჩის ფეხსაცმლით დადიან. საშინაო ფეხსაცმელი, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ მათ მოხერხებულობის გამო ყიდულობენ და არა ჰიგიენის მიზნით. 

ესპანეთში ბავშვებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყვირილის უფლება აქვთ

თუ ოდესმე ბარსელონაში ყოფილხართ, სავარაუდოდ მიაქცევდით ყურადღებას, როგორ ხმაურობენ ესპანელები კაფეში ან ქუჩებში. ბავშვებს ისინი იმავეს უფლებას აძლევენ - გამოხატონ საკუთარი ემოციები როგორც უნდათ.

ბავშვებს აქ რაც მოუნდებათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ: ხშირ შემთხვევაში ესპანელები მშობლები გვიან ხდებიან და ამიტომ შვილების განებივრება უყვართ.

ბავშვები ყველგან დაჰყავთ - საღამოს ღონისძიებებზეც კი.

აშშ-ში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ქუჩაში ზრდასრულების გარეშე გამოსვლა აკრძალულია

კანონით ამერიკის ზოგიერთ შტატებში ბავშვებს 7 წლამდე ქუჩაში უფროსების თანხლების გარეშე გამოსვლა ეკრძალებათ.

სხვა მხრივ ბავშვების აღზრდისადმი მიდგომა ევროპულისგან დიდად არ განსხვავდება.

ისევე როგორც ინგლისში, აქ პირველ თოვლამდე ბავშვები მსუბუქად ჩაცმული დადიან, გაზიანი სასმელის დალევის უფლებას კი 2-3 წლიდან აძლევენ.

ბავშვებს უკრძალავენ უცხოებთან საუბარს, მაგრამ სთხოვენ, რომ მეზობლებს ეკონტაქტონ.

ამერიკაში ბებიებისა და ბაბუების დახმარების იმედად ყოფნა მიღებული არ არის. ბავშვთან ბებია არ დაჯდება, ამასთან ისინი ათასობით კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ, ასე რომ შვილიშვილებთან შეხვედრა წელიწადში 1-2 ჯერ უწევთ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203