ბათუმის N20 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს უერთდება.
კამპანიას #არავინდატოვომიღმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია შეუერთდა.
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე 21 მარტს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია ისეთი აქტივობებისა და ღონისძიებების წახალისება, რომელიც მიმართულია დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ სინდრომის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისკენ.
დაუნის სინდრომი დაავადება გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც ნაცვლად 46 ქრომოსომისა, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება. დაუნის სინდრომი პირველად აღწერა ინგლისელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა.
იხილეთ ფოტოები