გლოლის საჯარო სკოლაში თემაზე „ბულინგი და ძალადობა“ თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა
21-03-2019

გლოლის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ლელა ზაქარაიას ორგანიზებით თავისუფალი გაკვეთილი თემაზე „ბულინგი  და ძალადობა“ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ იმსჯელეს ბულნგზე, ძალადობის სახეებზე, ძალადობის შემცირების გზებზე, გაეცნენ ბავშვთა უფლებების კონვენციაში, ადამიანთა საყოველთაო დეკლარაციაში და საქართველოს კონსტიტუციაში ძალადობასთან დაკავშირებულ მუხლებს, შექმნეს ბროშურები და სლოგანები ძალადობის წინააღმდეგ.

გაკვეთილში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ამ მოსწავლეთა დამრიგებლებიც. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203