კიროვაკანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთნენ.
მოსწავლეები ტესტირებაში უკვე მეორედ მონაწილეობენ და წარმატებებსაც აღწევენ.
„შვიდმა მოსწავლემ წარმატებით გაართვა თავი ტესტებში მოცემულ საკითხებს, სკოლის 6 მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო ერთს, მე-10 კლასის მოსწავლეს, ჰოვანნეს პეტროსიანს კი - სიგელი. მოსწავლეებმა პირობა დადეს, რომ კვლავაც მიიღებენ „ეტალონში“ მონაწილეობას, ოღონდ უფრო მეტი მოტივაციითა და გამარჯვების იმედით“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები