თბილისში გამართულ სამბოს საქართველოს ჩემპიონატზე ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის გორელი სამბისტები 4 ოქროს მედალს დაეუფლნენ.
ოქროს მედალოსნებს შორის იყვნენ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები: მარიამ მაზანაშვილი და კობა აკოფაშვილი.
„ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს თბილისში და იმედი გვაქვს წარმატებით გამოვლენ ევროპის ჩემპიონატზეც, რომელიც 12-13 აპრილს კვიპროსში გაიმართება“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ზერტის საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები