თეთრ ხალათებში გამოწყობილმა ახალციხის №5 სკოლის მოსწავლეებმა ექიმების როლები მოირგეს
03-03-2017
ახალციხის №5 სკოლის I კლასში ჩატარდა ბუნების გაკვეთილი თემაზე: ''გრიპი და გაცივება''. 

გაკვეთილი წარიმართა ტელეგადაცემა "ექიმები"-ს ფორმატით, სადაც მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად მოირგეს ექიმების როლი.    


სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადებები მსოფლიო ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. 

ეს მოსახლეობის დროებითი შრომისუუნარობის ყველაზე ხშირი მიზეზია და რიგ შემთხვევებში სიცოცხლისათვის საშიშიც. მათ შორის ყველაზე ნაცნობი და გავრცელებულია გაცივება და გრიპი.

სწორედ ამ თემაზე ისაუბრეს თეთრ ხალათებში გამოწყობილმა პატარებმა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები გაცივების და გრიპის დროს, ასევე ისაუბრეს, თუ როგორ არის შესაძლებელი ვირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილება.    

''პატარა ექიმებმა'' ყურადღება გაამახვილეს აგრეთვე აქტიური ცხოვრების წესზე და ჯანსაღ საკვებზე. 

მათ აღნიშნეს, რომ რაც უფრო მრავალფეროვანია ადამიანის კვების რაციონი და რაც უფრო მეტად დატვირთულია ის ფიზიკურად, მით ნაკლებია დავირუსების შანსი.    

გაკვეთილმა, რომელსაც  ესწრებოდნენ სკოლის დირექცია, ექთანი და პედაგოგები, დიდი მოწონება დაიმსახურა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203