ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ინოვაციური გაკვეთილი ჩატარდა
21-03-2019

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ცხუნკურის N2 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში ინოვაციური ტიპის სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი მერვე კლასში პედაგოგმა დარეჯან ტუსკაძემ ჩაატარა. 

შერჩეული ტიპის გაკვეთილის ჩატარება განპირობებული იყო ახალი მეთოდის დანერგვით, კერძოდ, თამაშით სწავლებით. 

„გაკვეთილის თემა იყო ეპითეტი. თამაშის ტიპის აქტივობებისა და სტრატეგიების გამოყენებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა დაინტერესებას, აუმაღლდათ მოტივაცია და განაწყოთ ახალი მასალის ასათვისებლად. თამაშის გამოყენებით მოსწავლეებმა გაიგეს და შეისწავლეს სასწავლო მასალა სხვადასხვა პოზიციიდან“ - აღნიშნა პედაგოგმა. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203