ინსტრუქცია და პროგრამების ჩამონათვალი მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთათვის
21-03-2019

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრის დიპლომის მქონე ან მასთან გათანაბრებულ პირს.

გამოცდაზე რეგისტრაცია მაგისტრანტობის კანდიდატებისთვისაც ელექტრონულად ხდება, რისთვისაც აპლიკანტს დასჭირდება: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ელექტრონული ფოსტა და გამოცდაში მონაწილეობის საფასურის, 50 ლარის გადახდა.

აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის გავლამდე მაგისტრანტობის კანდიდატი უნდა გაეცნოს ინსტრუქციას (გზამკვლევს), რომელშიც დეტალურადაა მოცემული მისთვის საინტერესო და საჭირო ყველა ინფორმაცია.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი და პირადი ნომერი. შესაბამისი ინფორმაციის მითითების შემდეგ კანდიდატი აჭერს შენახვის ღილაკს და რეგისტრაციის დასტურს იღებს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. თუ აპლიკანტი ელექტრონული ფოსტით ვერ მიიღებს აღნიშნულ დადასტურებას (ვერც inbox-ში და ვერც junk-ის ან spam-ის განყოფილებაში), მას, სავარაუდოდ, არ აქვს დასრულებული ცვლილებების განხორციელება.   

2019 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო და 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203