ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მე-6 კლასში კონკურსი - „იმერული სამზარეულოს დღე“ გაიმართა.
კონკურსს პედაგოგი ნარგიზა ხაჩიძე ხელმძღვანელობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მეექვსეკლასელებმა იმერული სამზარეულოს კერძები დაამზადეს და ერთმანეთს უგემრიელესი კერძებით გაუმასპინძლდნენ.
იხილეთ ფოტოები