გორის მუნიციპალიტეტის, ახალხიზის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ლექციური ტიპის იყო. ბუნებისმეტყველების პედაგოგი მოსწავლეებსა და მშობლებს დაუნის სინდრომის შესახებ ესაუბრა. სკოლის აღსაზრდელებმა საინფორმაციო ვიდეო-რგოლი ნახეს, სხვადასხვა მაგალითები მოიყვანეს, კედლის გაზეთი დაამზადეს და საღებავებით ხელის ანაბეჭდები გააკეთეს.
„სკოლის პერსონალი, მშობლები და მოსწავლეები სოლიდარობას უცხადებენ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს. ჩვენ ერთი საზოგადოება ვართ“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები