მარნეულის მუნიციპალიტეტის, შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასში ქართული ენასა და ბიოლოგიაში ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო - „დაუნის სინდრომი - ,,მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“.
გაკვეთილს ქართული ენის მასწავლებელი ნანა ჭიტაძე და ბიოლოგიის მასწავლებელი მარგარიტა ნარინიანი ხელმძღვანელობდნენ.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.
იხილეთ ფოტოები