კვირიკეთის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა ინიციატივა - „ვინც ბუნებაზე ზრუნავს, ის საკუთარ თავს ეხმარება“ განახორციელა
21-03-2019

ტყეების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 21 მარტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კვირიკეთის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „თანადგომა“ განახორციელა საკლუბო ინიციატივა სახელწოდებით „ვინც ბუნებაზე ზრუნავს, ის საკუთარ თავს ეხმარება“.

ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს გურიის სატყეო სამსახურის წარმომადგენლები: ზაზა ვასაძე და დავით დათუნაიშვილი.

შეხვედრაზე კლუბის წევრებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს, VI კლასის მოსწავლეებმა კი - საკუთარი ნახატები. მიწვეულმა სტუმრებმა ბავშვებისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრეს და შეკითხვებს უპასუხეს.

შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა სკოლის ეზოში მიწვეული სტუმრების მიერ საჩუქრად გადაცემული დეკორატიული ნეკერჩხლის ნერგებით ხეივანი გააშენეს.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კი კლუბის წევრმა, თეონა დავითაძემ პრეზენტაცია წარმოადგინა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203