ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, კოთელიის საჯარო სკოლის მე-4 და მე-5 კლასის დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
სკოლის აღსაზრდელებმა კედლის გაზეთი დაამზადეს, ხელები ფერადი საღებავით შეიღებეს და ფოტოები გადაიღეს.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.
იხილეთ ფოტოები