თორიის საჯარო სკოლაში V, VI, VII კლასების დამრიგებლებისა და ამავე კლასების მოსწავლების მონაწილეობით ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ხალისიანი და საინტერესო ლექსები, სიმღერები და ინსცენირებები შესთავაზეს.
„ღონისძიება ჩატარდა საკმაოდ თბილ გარემოში. მოსწავლეებმა გაგვახარეს თავიანთი მრავალფეროვანი გამოსვლებით და ყველას სახეზე კმაყოფილი ღომილი ემჩნეოდა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები