თელის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ნარჩენების მართვის თემაზე ტრენინგს დაესწრნენ
21-03-2019

ქალაქ თელავში, სასტუმრო „ალაზნის ველში“ ნარჩენების მართვის თემაზე ტრენინგ-სემინარი გაიმართა. 

სემინარს კახეთის რეგიონის სკოლები ესწრებოდნენ. 

მონაწილე სკოლებიდან ერთ-ერთი თელის საჯარო სკოლა იყო, რომლის მოსწავლეები და პედაგოგები ტრენინგში აქტიურად ჩაერთნენ. 

„დიდი მადლობა ჩვენს სკოლას, მეექვსე კლასის მოსწავლეებს და პროექტ CEEN-ის ხელმძღვანელობას მხარდაჭერისთვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ტრენინგში მონაწილეობისთვის თელის საჯარო სკოლა სერტიფიკატებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203