ონის მუნიციპალიტეტის შეუბნის საჯარო სკოლაში დისკუსია თემაზე - „მამები და შვილები“ გაიმართა.
დისკუსია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნუნუ ჩიკვილაძემ შესწავლილი ნაწარმოებების მიხედვით ჩაატარა.
მე-7 კლასის მოსწავლეებმა და მოწვეულმა მასწავლებლებმა მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს.
სკოლის ადმინისტრაცია ნუნუ ჩიკვილაძეს საინტერესო შეხვედრისთვის მადლობას უხდის.
იხილეთ ფოტოები