წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ჟონეთის საჯარო სკოლაში ტყის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა სკოლის ეზო ნერგებით გაალამაზეს.
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლემამ აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობის შესახებ.
იხილეთ ფოტო