ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს
21-03-2019

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან, მარიამ გოგიბერიძესთან და მარიამ გუდავაძესთან ერთად აღნიშნეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

21 მარტს მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე აღინიშნება. 2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“. ეს დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ და ის სიმბოლური ხასიათისაა. 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას. დაუნის სინდრომი ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203