სიღნაღის მუნიციპალიტეტის, ილიაწმინდას საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს სლოგანით - „ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“ გამოეხმაურნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა კედლის გაზეთები დაამზადეს და ჭრელი წინდებით ფოტოები გადაიღეს.
აქტივობას ბიოლოგიის პედაგოგი მანანა მჭედლიშვილი ხელმძღვანელობდა.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
იხილეთ ფოტოები