თორიის საჯარო სკოლაში ჰოვანეს თუმანიანის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა.
ღონისძიება სკოლის სომხური ენის მასწავლებელმა, ნარა მარკოსიანმა მოამზადა და მასში მეცხრე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, გაგვაცნეს მწერლის ბიოგრაფია, ასევე, დადგეს სპექტაკლი „ბარეკენდან“, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
ღონისძიებას პედაგოგები, მოსწავლეები და სოფლის მოსახლეობა ესწრებოდა.
იხილეთ ფოტოები