დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა სერია გაიმართა
22-03-2019

ბორჯომის მუნიციპალიტეტის, დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა სერია გაიმართა.

ღონისძიებების ლოზუნგი იყო - „არავინ დატოვო...მიღმა“. 

ღონისძიებებში ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, მონაწილეობდნენ.

ღონისძიება მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით,  ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლება.

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203