გთავაზობთ გომაროს საჯარო სკოლის პედაგოგის მალხაზ ფუტკარაძის პედაგოგიურ კვლევას
22-03-2019

მალხაზ ფუტკარაძე ადიგენის მუნიციპალიტეტის გომაროს საჯარო სკოლის  საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგია. 

ის საკმაოდ საინტერესო კვლევას გვთავაზობს თემაზე „რა ხელისშემწყობი ფაქტორებია მოსწავლეებში მოტივაციის ასამაღლებლად“. 

პედაგოგის შესახებ სკოლამ ვრცელი სტატია გამოაგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

როგორც უკვე ცნობილია დღეს პედაგოგები არ იშურებენ ძალღონეს, რათა განივითარონ საკუთარი პროფესიული უნარები და ამის საფუძველზე კი აიმაღლონ  სტატუსი, სტატუსის ცვლილება კი პირდაპირი მნიშვნელობით ხელფასის მატებას გულისხმობს, თუმცა ჩვენ სკოლაში არიან ისეთი მასწავლებლებიც, რომლებიც ხელფასზე წინ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრების ამაღლებასა და სწავლა სწავლების დროს მოტივაციის გაზრდას უთმობს ადგილს. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს სკოლაში, რომელიც ზღვის დონიდან 1600 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, უკვე ექვსი წელია წარმატებულ მოღვაწეობას ეწევა თბილისიდან ჩამოსული მასწავლებელი - მალხაზ ფუტკარაძე, დიდი ხანი არაა რაც პრაქტიკოსიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსზე გადაინაცვლა, თითქმის უკვე მზადაა კიდევ ერთი საფეხურით გადაინაცვლოს წინ და გახდეს წამყვანი მასწავლებელი. მოგეხსენებათ ამ სტატუსის მოსაპოვებლად გარკვეული სავალდებულო აქტივობებია შესასრულებელი, მათ შორისაა საკუთარი პრაქტიკის კვლევა. სანამ ამ კვლევას განახორციელებდა სულ გაიძახოდა, რომ რატომ კარგავენ მოტივაციას ბავშვები სწავლის მიმართ, განსაკუთრებით საბაზო საფეხურზე, ეს გახდა მალხაზ მასწავლებლისთვის მიზეზი დაეწყო პრობლემების ძიება, რა შეიძლება იყოს მიზეზი მოტივაციის კლებისა მოსწავლეებში. კვლევის დასრულების შემდეგ საინტერესო მიგნებებს მიაკვლია, რომელიც ჯერ მთელი სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს გაგვიზიარა და გაიმართა მსჯელობა და ახლა კი სურვილი გამოთქვა ფართო პედაგოგიურ საზოგადოებას გაუზიაროს საკუთარი პრაქტიკის კვლევა და კომენტარების სახით მოისმინოს ბევრი მასწავლებლის შეფასება თუ  აზრი ამ პრობლების ირგვლივ“. 

კვლევა სრულად იხილეთ აქ პედაგოგიური კვლევა - მალხაზ ფუტკარაძე.docx

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203