მარელისის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე სლოგანით მასშტაბურად აღნიშნეს
22-03-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, მარელისის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე სლოგანით - „არავინ დატოვო მიღმა“,  „46+1“ მასშტაბურად აღნიშნეს. 

ღონისძიება მე-11 კლასის მოსწავლეთა ინიციატივით ჩატარდა. 

სოლიდარობის აქციაში ყველა მოსწავლე და პედაგოგი იყო ჩართული. 

„მოსწავლეთა მარჯვე ხელებით უამრავი რესურსი შეიქმნა. იყო ბევრი ყვავილი, პოსტერი, პლაკატი. ხელიხელჩაკიდებული მსვლელობა, მზის ფერებით გაჯერებული დეკორაციები. ყოველივე ეს კიდევ ერთი მრავლისმეტყველი ნაბიჯი იყო ერთმანეთის გულებისაკენ და სიყვარულისაკენ. მადლობა ბიოლოგიის პედაგოგს ვერა ოდიკაძეს, მეთერთმეტეკლასელ მოსწავლეებს და ყველა მონაწილეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203