მცხეთის მუნიციპალიტეტის, წეროვნის N2 საჯარო სკოლაში ღონისძიება - “ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს!“ გაიმართა.
ღონისძიება დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს მიეძღვნა.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.
იხილეთ ფოტოები