წყალთბილის საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს სლოგანით „ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“ გამოეხმაურა
22-03-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალთბილის  საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის  სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს სლოგანით „ერთად ვქმნით ფერად სამყაროს“ გამოეხმაურნენ.

სკოლის აღსაზრდელებმა კედლის გაზეთები დაამზადეს და ჭრელი წინდებით ფოტოები  გადაიღეს.

აქტივობას  პედაგოგი მარიკა ოქრომელიძე ხელმძღვანელობდა.

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება. მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა  წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203