საჩხერის მუნიციპალიტეტის, მახათაურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები გიორგი გოგოლიძე და ლიკა ბრეგვაძე ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ 73-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა კონფერენციაზე წაიკითხეს თავიანთი დამუშავებული თემები ხელოვნებასა და გეოგრაფიაში.
მოსწავლეთა ხელმძღვანელი პედაგოგები თეა გოგოლიძე და ასმათ ბუსხრიკიძე არიან.
იხილეთ ფოტოები