დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
ღონისძიება მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა. მათ შორის სკოლის აღსაზრდელებმა დაამზადეს პლაკატები სლოგანებით - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“, „ერთად ვაფერადებთ სამყაროს“, „მზე გვათბობს ჩვენ - ჩვენ ვათბობთ ერთმანეთს“.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.
იხილეთ ფოტოები