თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ენაგეთის საჯარო სკოლის „ეტალონმა“ წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატით და სიგელებით დააჯილდოვა.
სკოლის აღსაზრდელებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით იასპარეზეს.
სკოლის 3 მოსწავლე ინტელექტ–ჩემპიონატის მეორე ტურში გადავიდა, ხოლო ერთი - მეცხრე კლასის მოსწავლე ჟანა გოგიაშვილი უმაღლესი ქულების რეიტინგში ცხრა მონაწილეს შორის მოხვდა.
იხილეთ ფოტოები