ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბუღაშენის საჯარო სკოლაში გაზაფხულის შემობრძანება, დედის დღე და 8 მარტი გრანდიოზული ზეიმით აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გაზაფხულისთვის, ქალისა და დედისადმი მიძღვნილი ლექსები ქართულ და მშობლიურ ენაზე მხატვრულად წაიკითხეს და იმღერეს.
„მოსწავლეებმა ყვავილებთან ერთად, დიდი სითბო და სიყვარული აჩუქეს დედებს“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ - მასწავლებელი მარინე მაისურაძე.
იხილეთ ფოტოები