„ნუ დარჩები მიღმა!“ - თბილისის N61 სკოლაში დაუნის სინდრომის დღე სითბოთი და სიყვარულით აღნიშნეს
22-03-2019

ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე სითბოთი და სიყვარულით აღნიშნეს.

მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე 21 მარტს აღინიშნება. 2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“.

ეს დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ და ის სიმბოლური ხასიათისაა. 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას. დაუნის სინდრომი ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203