ადიგენის მუნიციპალიტეტის გომაროს საჯარო სკოლის დირექტორს, მერაბ შავაძეს დღეს, 22 მარტს 47 წელი შეუსრულდა.
ბატონ მერაბს მოსწავლეები და კოლეგები დაბადების დღეს ულოცავენ და ულევ სიხარულს უსურვებენ.
„მერაბ შავაძე დღეს იუბილარია. გომაროს საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ მერაბ შავაძეს დღეს 22 მარტს 47 წელი შეუსრულდა. სკოლის პედკოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ულოცავთ ამ ლამაზ დღეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და ულევ სიხარულს“,-ნათქვამია მოსწავლეებისა და კოლეგების მისალოც ტექსტში.
„ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი უერთდება აღნიშნულ მილოცვას და ბატონ მერაბს დიდხანს სიცოცხლეს და პროფესიულ წინსვლას უსურვებს.