ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ნადაბურის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს.
ღონისძიების ლოზუნგი იყო - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“.
სკოლის აღსაზრდელებმა პრეზენტაცია ჩაატარეს და დაუნის სიმდრომის შესახებ ისაუბრეს.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება.
იხილეთ ფოტოები