„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ - აწყვიტის სკოლაში დაუნის სინდრომის დღე აღნიშნეს
22-03-2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის აწყვიტის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა და მასწავლებლემა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეები სოლიდარობას უცხადებენ მეგობრებს და მოაწყვეს პრეზენტაცია: „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“.

ღონისძიების ორგანიზებაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ზეინაბ ივანიძე და სპეცმასწავლებელი თეონა ინასარიძე სკოლის მოსწავლეებთან ერთად.

მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე 21 მარტს აღინიშნება. 2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“.  ეს დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა.  დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ და ის სიმბოლური ხასიათისაა. 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას. დაუნის სინდრომი ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203