ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს
22-03-2019

„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ - დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის გზავნილს ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები იზიარებენ. 

მე-10 კლასის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნეს. 

„ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდოდა შეგვეხსენებინა, რომ დაუნის სინდრომის მქონე პირები ჩვენი მეგობრები არიან და მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან... ჩევნ ერთნი ვართ“,-აღნიშნავენ სკოლის აღზრდელები. 

ღონისძიებას ორგანიზება სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა თეა ლონდარიძემ გაუწია. 

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203