თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ღოუბანის საჯარო სკოლის VII, VIII და IX კლასის მოსწავლეებთან ჩატარდა მინი ლექცია დაუნის სინდრომის შესახებ.
„დაუნის სინდრომის მატარებელ ბავშვებს უნდა გაუწიოთ თანადგომა და პატივისცემა. დაუნის სინდრომს განაპირობებს მხოლოდ ერთი ზედმეტი ქრომოსომა 46=47. დაუნის სინდრომის მატარებლები არიან მზის შვილები რომელთა სლოგანიც არის: მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“,-ნათქვამია ღოუბანის საჯარო სკოლის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
მსოფლიოში დაუნის სინდრომის დღე 21 მარტს აღინიშნება. 2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“. ეს დღე პირველად 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა. დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ და ის სიმბოლური ხასიათისაა. 21-ე ქრომოსომას აღნიშნავს თარიღი, ხოლო მარტი როგორც წელიწადის მესამე თვე - ტრისომიულ მოვლენას. დაუნის სინდრომი ქრომოსომული გენეტიკური ცვლილებაა, რომლის დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად, გვხვდება დამატებით ერთი ქრომოსომა 21-ე წყვილში, რასაც 21-ე წყვილის ტრისომია ეწოდება.
იხილეთ ფოტოები