ბოლნისის მუნიციპალიტეტში სავანეთის საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის 19 მარტს გაზაფხულისადმი მიძღვნილი ზეიმი ნოვრუზ-ბაირამობა ჩატარდა.
სკოლის დირექტორმა, ინგა მიქელაძემ მიულოცა ყველა დამსწრეს გაზაფხულის დღესასწაული, გამორჩეულ და წარმატებულ პედაგოგებს სიგელები და საჩუქრები გადასცა.
სკოლის ეზოში გაიშალა სუფრა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ თემის წევრები, მშობლები მცირეწლოვანი ბავშვებით.
სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ქართულ-აზერბაიჯანულ ენაზე. დადგეს სცენარები, სახალისო ნომრები. მეკვლემ გუდით ტკბილეული დაარიგა. დაანთეს ცეცხლი, გამოიყვანეს პატარძალი, შეასრულეს რიტუალი, ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა „სამოვარით“ მოდუღებული ჩაი დაალევინეს პედაგოგებს, სტუმრებს და გაუმასპინძლდნენ ტკბილეულით.
„საქართველო მულტიკულტურული ქვეყანაა, პატივს სცემს ყველა ერს, მათ ტრადიციებს, ადათ-წესებს, რელიგიას. ტრადიციას მიეძღვნა სავანეთის სკოლის ეზოში გამართული დღესასწაული ბაირამობა-გაზაფხულის მოსვლა“,-ნათქვამია სავანეთის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები