თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდნენ.
ღონისძიება სხვადასხვა აქტივობას მოიცავდა - მათ შორის მოსწავლეებმა მუყაოსგან ფერადი წინდები გამოჭრეს და პლაკატები დაამზადეს.
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.
მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. უკვე მრავალი წელია ჭრელი წინდები სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები