ჩხარის N2 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა ღონისძიება - „ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“ გამართეს
22-03-2019

თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ჩხარის N2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ლამაზად შვილის აღმზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“ გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მოსწავლეებმა დედებს მიუძღვნეს. 

ღონისძიება ინტეგრირებული გაკვეთილის ფორმატით ჩატარდა. მოსწავლეებმა დედაზე დაწერილი ლექსბი და გამონათქვამები წაიკითხეს და იმღერეს. 

ასევე ჩატარდა საგაკვეთილო აქტივობები- „სიტყვა სიტყვაში“, „ააწყვე ლექსი“, რომლებიც თემატურად დედას უკავშირდებოდა.

მოსწავლეები ორ ჯგუფად გადანაწილდნენ დაერთმანეთს დავალების სწრაფად შესრულებაში შეეჯიბრნენ. 

მოსწავლეებმა ღონისძიების ყველა დამსწრე ქალბატონს და გოგონას ყვავილები მიართვეს.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203