ჭიათურის მუნიციპალიტეტის მორძგვეთის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ სასკოლო ტური ჩატარდა.
„ეტალონის“ I ტური მიმდინარე წლის 21 მარტს გაიმართა.
ტესტირებაში სკოლაში წარმატებული მოსწავლეები მედეა ასანიძე, ნინო მეგრელიშვილი, დავით ღვალაძე, მარიამ კაპანაძე, შორენა ნიშნიანიძე მონაწილეობენ.
„გილოცავთ ჩემო მერცხლებო და გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას“,-ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში.