ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის - „სმართ კლუბი“ წევრები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის ბავშვთა დღის ცენტრში - „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“ იმყოფებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კლუბის წევრებმა ბავშვებს სახალისო გასართობი აქტივობები წარუდგინეს, ერთად იმღერეს, იცეკვეს, ფორმატები მოხატეს და ერთობლივად გააფერადეს ფიგურები, პაზლი ააწყვეს და ბოულინგი ითამაშეს.
„კლუბის და სკოლის სახელით მათ საჩუქრები: საკანცელარიო რესურსები, მათთვის გამოსაყენებელი სპეციალური ტიპის სათამაშოები, პაზლები, სამაგიდე 3D წიგნები ხილი და ტკბილეული გადავეცით. დღე იყო საოცრად თბილი და პოზიტიური. მადლობა ამ პროექტის განხორციელებისათვის არასამთვრობო ორგანიზაცია-ფონდს „თბილისის მოზარდთა სახლს, ჩვენს ამერიკელ მეგობრებს, სკოლის დირექციას, პედაგოგებს კლუბის ხელმძღვანელს, ლიდერსა და კლუბის მონაწილე თითოეულ მოსწავლეს, აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები