„მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ - ხიდრის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს
22-03-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ხიდრის საჯარო სკოლაში დევიზით - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის თამთა მაისურაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს. სკოლის აღსაზრდელებმა ვიდეორგოლი და კედლის გაზეთი დაამზადეს და თანატოლების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.

21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.        

მსოფლიო ამ დღეს დაუნის სინდრომის მქონე პირთა წინაშე არსებული გამოწვევების გარშემო ერთიანდება. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203