აბაშის მუნიციპალიტეტის, კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ძველი აბაშის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პირველ ასაკობრივ კატეგორიაში ორი გუნდი - „მებრძოლები“ და „გენიოსები“ მონაწილეობდა. გაიმარჯვა „გენიოსებმა“35-24 .
მეორე ასაკობრივ კატეგორიაში „ედელვაისი“ და „საზრიანები“ მონაწილეობდნენ. გაიმარჯვა „ედელვაისის“ გუნდმა 30-29.
მესამე ასაკობრივ კატეგორიაში ოთხი გუნდი „იმედი“, „არ გეტყვი“, „იბერია“, „იმბატუტო“ მონაწილეობდა. გაიმარჯვა- „იმედმა“ 18 -11-5-17 .
„ცალსახად უნდა ვთქვა რომ მოსწავლეების უმეტესობას „ტვინების ბრძოლა“ მოეწონა, მეორე ასაკობრივი კატეგორიის გუნდების შეჯიბრი დაძაბულად წარიმართა და გამარჯვებული გუნდი1 ქულის სხვაობით გამოვლინდა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები