ხონის N1 საჯარო სკოლაში საგზაო ნიშნებსა და უსაფრთხო გადაადგილებაზე ისაუბრეს
22-03-2019

ხონის N1 საჯარო სკოლის, მესამე კლასში საგანი - მე და საზოგადოების“ მორიგი გაკვეთილი საინტერესოდ ჩატარდა.

გაკვეთილის თემა: საგზაო ნიშნები და უსაფრთხო გადადგილება გახლდათ. მასწავლებელმა, ქეთევან კაკაბაძემ, გაკვეთილზე სტუმრად ავტოსკოლის სპეციალისტი ალექსანდრე კაკაბაძე მოიწვია.

ბატონმა ალექსანდრემ ბავშვებს აუხსნა საგზაო ნიშნების მნიშვნელობა და ესაუბრა რატომ არის აუცილებელი მოძრაობისას სიფრთხილის გამოჩენა, როგორც ქვეითისაგან, ასევე მძღოლებისაგან.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი ხელით დამზადებული საგზაო ნიშნების მაკეტები. სტუმარმა უპასუხა მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს, რისთვისაც მადლობა გადაუხადეს მას მობრძანებისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203