„დამელოდე, საქართველო“ – 9 წლის ლუკა ტოროშელიძის ამაღელვებელი წერილი, რომელიც გენერლობაზე ოცნებობს
24-03-2019

 

აი, ასეთი ქართველები იზრდებიან დღეს ჩვენს სკოლაში. ლუკა, მე მიხარია, რომ შენში ქართული ჯიშის ზეიმია, აგხდენოდეს ოცნება, ჩვენო საამაყო ბიჭო!“ - ამ სიტყვებით 9 წლის ლუკა ტოროშელიძის წერილი საჩხერის N1 სკოლის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.




ლუკას წერილმა მთელი საქართველო ააღელვა და პატარა ბიჭი დამსახურებულად მოექცა ყურადღების ცენტრში.

 

საჩხერის N1 სკოლას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ სკოლას ჩვენთვის ლუკაზე უფრო მეტი რამ მოეყოლა:


ერთი პატარა ბიჭის ოცნებამ უცებ აღაფრთოვანა საქართველო. ახლა უფრო ახლოს მინდა გაიცნოთ ლუკა ტოროშელიძე. იგი აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ საჩხერის N1 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეა.


9 წლის 21 სექტემბერს გახდა. დედას საგანგებოდ გაამზადებინა ტორტი ,,გენერალი" - ასეთი წარწერით.დარწმუნებულია, რომ ღვთისმშობლობას დაბადებულის მფარველი წმინდა მარიამი იქნება. მისი სოფელი საჩხერის რაიონში საზღვრისპირა პერევია, სადაც მუდმივად დგანან ხიდს აქეთ ქართველი მესაზღვრეები და ხიდს იქით - რუსები. ლუკას დედა ამბობს, რომ იგი ცდილობს გაიგოს როგორ ცხოვრობენ ჯარისკაცები, დედას ბოდიშს უხდის და სთხოვს, რომ არ ინერვიულოს, რადგან თვლის, რომ ის ქვეყანას სჭირდება და თავი უნდა გაწიროს.




უფალო, უმრავლე საქართველოს ასეთი სულის ვაჟკაცები. ნუ დააჭირვებ ქვეყანას ომს და ბრძოლას!




მშვიდობიან, ღვთისგან დალოცვილ საქართველოში გეცხოვროს ლუკა!“ - წერენ სკოლის ოფიციალურ გვერდზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203