თიანეთის მუნიციპალიტეტის, სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები ოთხგზის ჩემპიონები არიან.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ სასკოლო ოლიმპიადაზე მაგიდის ჩოგბურთში პირველობას არავის უთმობენ და მეოთხე წელია ლიდერობენ.
მოსწავლეები ინტენსიურად განაგრძობენ ვარჯიშს და საქართველოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან.
იხილეთ ფოტოები