სარეკის საჯარო სკოლაში საგანგებო სიტუაცია გაითამაშეს
25-03-2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის, სარეკის საჯარო სკოლაში გეოგრაფიის და სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების მასწალებელმა თამილა მიქაუტიძემ იმიტირებული საგანგებო სიტუაცია - ,,იმიტირებული ხანძრის საგანგებო სიტუაცია“ მოაწყო.

მოსწავლეებმა გაითამაშეს საგანგებო სიტუაციის სრული პროცესი.

„აქტივობა გამიზნული იყო მოსწავლეებს გაეთავისებინათ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ხანძრის დროს და საკუთარ და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებაზე იზრუნოს, იმიტაციის დროს სკოლის საევაკუაციო გეგმა და სახნძრო ინვენტარი გამოვიყენეთ. იმიტაციამ წარმატებით ჩაიარა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203