გაიცანით ადიგენის მუნიციპალიტეტის გომაროს საჯარო სკოლის წარჩინებული და წარმატებული პედაგოგი ტარიელ სირაძე.
სკოლის ადმინისტრაციამ პედაგოგის შესახებ ვრცელი ინფორმაცია გამოგვიგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ტარიელ სირაძე გომაროს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. მან სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში. ამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სადმე წასვლა არ უფიქრია და ისევ მის მშობლიურ სკოლას დაუბრუნდა, რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ მაღალმთიან რეგიონშია. ტარიელ სირაძეს სკოლაში დახვდა მისივე მასწავლებლები, რომლებიც დღეს უკვე კოლეგებია, და რაც ყველაზე საინტერესოა, სკოლის დირექტორი ბატონი მერაბ შავაძე, რომელიც პატარა ტარიელს ინგლისურ ენას ასწავლიდა დღეს სკოლის დირექტორად დახვდა. ტარიელ მასწავლებელი არის წარჩინებული პედაგოგი, მან დაამტკიცა რომ ამ საქმისთვისაა დაბადებული და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. ვულოცავთ გომაროს საჯარო სკოლის მასწავლებლები ამ დიდ სიხარულს ბატონ ტარიელ სირაძეს და წამყვანის სტატუსს მეორე ნახევართან ერთად შეხვედროდეს“.
იხილეთ ფოტოები