მარტვილის მუნიციპალიტეტის, ხუნწის საჯარო სკოლაში კავკასიის ღია ჩემპიონატის - „ტვინების ბრძოლა“ შიდა სასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
ჩემპიონატში მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი 2 გუნდი: „პანაცეა“ და „ბუმერანგი“ მონაწილეობდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გინდებმა 15 კითხვას უპასუხეს. გამარჯვება გუნდმა „პანაცეამ“ მოიპოვა.
სკოლა გუნდის წევრებს გამარჯვებას ულოცავს და მომავალ ასპარეზობაზე წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები